Pages

Sunday, August 30, 2015

დავით გურამიშვილი

                                                   გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
დავით გურამიშვილის ,,დავითიანი“/,,უკვდავების წყაროს იგავი“, ,,ჯვარცმის ამბავი“, ,,ტირილი ღვთისმშობლისა“, ,,მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი“
სწავლების საფეხური, კლასი
საშუალო, მე–10 კლასი
საგანი და მასწავლებელი
ქართული ლიტერატურა, სიუზი ფელიშვილი
მოსწავლეთა პროფილი
16 მოსწავლე. კლასში არ არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ იესოს ღვაწლს კაცობრიობის წინაშე

გაკვეთილის სასწავლო მიზნები
აღნიშნული თემის გაცნობა მოსწავლეთათვის. იესოს ღვაწლისა და მის მიმართ ადამიანთა მიერ ჩადენილი უდიდესი ცოდვის გაგება–გააზრება, გაანალიზება და შეფასება







შედეგები და ინდიკატორები
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვაოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
·         ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას;
·         მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში;
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლა სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
·         განსაზღვრავს ნაწარმოებს ცენტრალურ იდეას/პრობლემატიკას;
·         აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან.
წინასწარი ცოდნა
იესო ქრისტეს თავგადასავალი






გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1. გაკვეთილის სასწავლო მიზნების გაცნობა.                                                                      2 წთ     აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება/I თავის პერიფრაზი. ,,სწავლა მოსწავლეთა“ ზეპირად. კითხვა–პასუხი.                                                      9 წთ
აქტივობა 3. მოსწავლეთა ჯგუფები იმუშავებენ ტექსტის პერიფრაზირებაზე (I ჯგუფი–,,უკვდავების წყაროს იგავი“, II ჯგუფი–,,ჯვარცმის ამბავი“, III ჯგუფი–,,ტირილი ღვთისმშობლისა“/. პრეზენტაცია.                                                        14 წთ
აქტივობა 4. თითოეული მოსწავლე თითო სტროფს წაიკითხავს ,,მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი“. 5 წთ
აქტივობა 5. მოვაძიებინებთ და მოვასმენინებთ აღნიშნული ტექსტის მიხედვით დაწერილ სიმღე–რას ნაირა ჩხატარაშვილის შესრულებით .         6 წთ
აქტივობა 6. კითხვარზე მუშაობა.                         5 წთ
აქტივობა 7. საშინაო დავალების მიცემა              2 წთ
აქტივობა 8. მასწავლებლის თვითშეფასება         2 წთ
შეფასების საგანი და პროცედურები

განმავითარებელი– კომენტარებით
განმსაზღვრელი– ქულებით ჩართულობის მიხედვით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, რვეულები, კალმები, კომპიუტერი, ციფრული აპარატი

No comments:

Post a Comment