Monday, August 31, 2015
Sunday, August 30, 2015
მშვენირება თუ აშიშხინებული მწვადი
P პროექტი
პროექტის დასახელება:
მშვენიერება თუ აშიშხინებული მწვადი?!
პროექტის ავტორი: მე–11 კლასის მოსწავლე ნაზი ნაოჭაშვილი
პრობლემა:Pესთეტიკური განცდის
ჭიდილი ადამიანურ ვნებებთან
პროექტის მიზანი:
წიგნიერების განვითარება. ესთეტიკური ტკბობის, სილამაზის აღქმის, პატრიოტიზმის, სიკეთისა
და სხვა კეთილშობილური გრძნობების აღზრდა
პროექტის აქტუალობა:
მოზარდთა დაინტერესება მხატვრული ლიტერატურით
ამოცანები, განხორციელების გზები, ეტაპები:
1.
ოტია
იოსელიანის ნაწარმოების „ჯიხვი და მონადირე“ წაკითხვა–გააზრება,
ნაწარმოების
არსის გაგება–გააზრება
ოქტომბერი, 2014 წ.
2.
მონადირის
სულის მოძრაობის გათავისება და ნამუშევარში ფილოსოფიური მსჯელობა მის ხასიათზე , ადამიანის ორმაგ ბუნებაზე
ნოემბერი, 2014 წ.
3.
თემის
პრეზენტაცია სკოლაში და მოსწავლეთა სახლში გადაგზავნა
ნოემბერი,
2014 წ.
4.
ნამუშევრის
პრეზენტაცია თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში
აპრილი,
2015 წ.
რესურსები: ოტია იოსელიანის
„ჯიხვი და მონადირე“, კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატი, თაბახის ფურცლები
პროექტის შედეგი: მოსწავლის ნამუშევარმა ქების სიგელი დაიმსახურა
პროექტის ავტორი:
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი სიუზი ფელიშვილი
წუთისოფლის სამდურავი
P პროექტი
პროექტის დასახელება:
წუთისოფლის სამდურავი რუსთაველის, თეიმურაზ I–ის, დავით გურამიშვილის შემოქმედებაში
პროექტის მონაწილე:
მე–11 კლასის მოსწავლე თამთა მიკირტიჩიანი
პრობლემა: რატომაა, რომ
ქართველ პოეტებს სევდის მიზეზები არ ელევათ?
პროექტის მიზანი:
ჩამოთვლილ პოეტთა ნაწარმოებებში წვდომა და მათი სევდის მიზეზის ძიება, თანატოლებისათვის
აზრის გაზიარება. წიგნიერების ამაღლება.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეთა დაინტერესება აღნიშნული პოეტების შემოქმედებით
ამოცანები, განხორციელების გზები, ეტაპები:
1.
რუსთაველისა
და გურამიშვილის გახსენება, თეიმურაზის შემოქმედების გაცნობა სექტემბერ–ოქტომბერი, 2014 წ.
2.
მათი
შემოქმედებიდან თემისათვის სათანადო ფრაგმენტების მონიშვნა
ოქტომბერი, 2014 წ.
3.
თემის
შესრულება–გადამოწმება ნოემბერი,
2014 წ.
4.
თემის
პრეზენტაცია სკოლაში და მოსწავლეთა სახლში გადაგზავნა
დეკემბერი, 2014 წ.
5.
ნამუშევრის
პრეზენტაცია თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში
აპრილი,
2015 წ.
რესურსები: შოთა რუსთაველის,
თეიმურაზ 1–ლის და დავით გურამიშვილის ნაწარმოებები,
კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატი, თაბახის ფურცლები
პროექტის შედეგი: მოსწავლის ნამუშევარმა მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა
პროექტის ავტორი:
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი სიუზი ფელიშვილი
კვლევა-პროექტი
კვლევა-პროექტი
კვლევის სახელწოდება: ქიწნისის
საჯარო სკოლის მეათე კლასში სათემოს საჯარო /საბაზო/ სკოლიდან გადმოსული მოსწავლეების ქიწნისელ მოსწავლეებთან შეგუება-დამეგობრების პროცესი.
კვლევის ავტორი: ქიწნისის საჯარო სკოლის მეათე კლასის დამრიგებელი
სიუზი ფელიშვილი.
მონაწილე მოსწავლეები /მეათეკლასელები:
1.
გაგიევი ვერიკო ქიწნისი
2.
გულიშილი
გვანცა ქიწნისი
3. დემურაშვილი
თინათინ ქიწნისი
4. თომაშვილი
ნინო ქიწნისი
5. კობალაძე ნანა ქიწნისი
6. კობალაძე ნინო ქიწნისი
7. ოქროპირიძე დიტო სათემო
8. ოქროპირიძე
ნინო სათემო
9. ფარეხელაშვილი
ნატო სათემო
10. ფარეხელაშვილი
სოფიკო სათემო
11. ქობლიანიძე გიორგი ქიწნისი
12. ქურციკიძე გიორგი სათემო
13. ღვინაძე ვანო ქიწნისი
14. წიქარიძე აბრამ სათემო
15. ხოხაშვილი თამარ ქიწნისი
პრობლემის აქტუალობა: წლების მანძილზე
სათემოს საბაზო სკოლიდან მეათე კლასის მოსწავლეები ქიწნისის საშუალო სკოლაში გადმოდიან სწავლის გასაგრძელებლად.მათ
უჭირთ დაძლიონ რაღაცა შინაგანი ბარიერი და ნდობისა და
მეგობრობის გრძნობით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მათი მეგობრობა თითქოს გარეგნულ ხასიათს
ატარებს. თითოეული მათგანი თავისი ბავშვობის მეგობრებთან ყოფნას არჩევს, მათ აზრს იზიარებს,მათებურ
გადაწყვეტილებას იღებს,როცა კლასი რაიმე არჩევანის წინაშე დგება. ქიწნისელები ხშირად
ერთ თვალსაზრისს ანიჭებენ უპირატესობას,სათემოელები კი-მეორეს. აუცილებელია კლასის
ერთ მეგობრულ გუნდად ჩამოყალიბება და თანაც
დროულად.
კვლევის მიზანი: მოსწავლეთა ფსიქოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით
კლასში ისეთი ღონისძიებების განხორციელება,რომლებიც ხელს შეუწყობენ ორი სოფლის სკოლების
ნაკრები მოსწავლეების დამეგობრებას.
კვლევის მეთოდები: დაკვირვება
მოსწავლეებზე; სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა; მათ მიერ შთაბეჭდილებების დაწერა
ამა თუ იმ აქტივობის განხორციელების პროცესზე; ზეპირი გამოკითხვები; წერილობითი ინტერვიუ.
კვლევის ჩატარების დრო: 2012
–2013 სასწავლო წელი
კვლევის შედეგი: სასწავლო წლის დასაწყისი და დასასრული მოსწავლეთა ურთიერთობის
თვალსაზრისით ძალიან განსხვავდება. შედეგი აშკარად დადებითია
„ვეფხისტყაოსანი“- ქართული ლიტერატურის ობოლი მარგალიტი(მე–2 ეტაპი)
პროექტი
პროექტის დასახელება: „ვეფხისტყაოსანი“-
ქართული ლიტერატურის
ობოლი მარგალიტი (მე–2 ეტაპი)
პროექტის მონაწილენი: X კლასის თხუთმეტივე მოსწავლე, IX კლასიდან
ეკა ნაოჭაშვილი (მხატვარი)
პრობლემა: წიგნიერების დაბალი დონე
პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა მოტივაციის
გაზრდა, წიგნიერების დონის ამაღლება, წერის კულტურის განვითარება, ჯგუფური მუშაობის
უნარ–ჩვევის განმტკიცება
პროექტის აქტუალობა: მოზარდების
მნიშვნელოვან ნაწილს არ უყვარს წიგნის კითხვა, არ იცნობს ქართული ლიტერატურის განვითარების
ისტორიას
ამოცანები,
განხორციელების გზები, ეტაპები:
1.
მომზადდეს
„ვეფხისტყაოსანი“ წიგნად და მოეწყოს მისი პრეზენტაცია;
2.
ტექსტი
გადაიწეროს მხედრულით კალიგრაფიის მაღალ დონეზე, ილუსტრირდეს, აიკინძოს.
ა) ტექსტის გადაწერა: 1.12.13–1.03.14
ბ) ილუსტრირება: 1.03.14–1.04.14
გ) აკინძვა, ყდის გაფორმება:
6.04.14–10.04.14
დ) წიგნის პრეზენტაცია: 14.04.14
გამოყენებული რესურსები: „ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო გამოცემა, ფურცლები, კალმები,
ფანქრები, მუყაო, ნემსი, ბაწარი.
პროექტის შედეგი:
მოსწავლეებმა ხალისიანად
შეასრულეს თავიანთივე განაწილებული სამუშაო.
შეიყვარეს ნაწარმოები და მისი გმირები. გაიზარდა მათი დაინტერესება ზოგადად
დამწერლობით. განუმტკიცდათ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.
პრეზენტაციას დაესწრნენ მასწავლებლები და სხვა
კლასების მოსწავლეები.
პროექტის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სიუზი ფელიშვილი
ავტორის ელფოსტა: suzifelishvili@gmail.com
„ვეფხისტყაოსანი“- ქართული ლიტერატურის ობოლი მარგალიტი
პროექტი
პროექტის დასახელება: „ვეფხისტყაოსანი“-
ქართული ლიტერატურის
ობოლი მარგალიტი
პროექტის მონაწილენი: X კლასის თხუთმეტივე მოსწავლე, XII კლასიდან
სერგი ლაფაჩი, VIII
კლასიდან ეკა ნაოჭაშვილი, VI კლასიდან
სერგო გაგიევი, მურმან გუგასიანი
პრობლემა: მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს არ უყვარს წიგნების
კითხვა, უჭირთ „ვეფხისტყაოსნის“ გაგება–გააზრება; არ იციან ქართული ანბანის განვითარების
გზა /მათ შორის მრგვლოვანი დამწერლობა
პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა მოტივაციის
გაზრდა, წიგნიერების განვითარება, მრგვლოვანის შესწავლა, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევის
განმტკიცება
პროექტის აქტუალობა: მოზარდები ძირითადად
კომპიუტერით არიან დაკავებული, საჭიროა ისინი წიგნითაც დავაინტერესოთ
ამოცანები,
განხორციელების გზები, ეტაპები:
1.
მომზადდეს
„ვეფხისტყაოსანი“ წიგნად და მოეწყოს მისი პრეზენტაცია;
2.
ტექსტი
გადაიწეროს მრგვლოვანით, ილუსტრირდეს, აიკინძოს.
ა) ტექსტის გადაწერა: 1.12.12–1.04.13
ბ) ილუსტრირება: 1.03.13–15.05.13
გ) აკინძვა, ყდის გაფორმება:
16.05.13–25.05.13
დ) წიგნის პრეზენტაცია: 1.06.13
გამოყენებული რესურსები: „ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო გამოცემა გადასაწერად, სხვადასხვა
გამოცემები ილუსტრაციებისთვის, ფურცლები, კალმები, ფანქრები, მუყაო, ნემსი, ძაფი.
პროექტის შედეგი:
მოსწავლეებმა ხალისიანად
შეასრულეს თავიანთივე განაწილებული სამუშაო. შეისწავლეს მრგვლოვანი დამწერლობა და რაც
მთავარია, შეიყვარეს ნაწარმოები და მისი გმირები. გაიზარდა მათი დაინტერესება ზოგადად
დამწერლობით.
განუმტკიცდათ ჯგუფური
მუშაობის უნარ–ჩვევები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მასწავლებლები, საბაზო
და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ასევე ახალდაბის სკოლის მოსწავლეები და მათი ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მომდევნო კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შემდეგი სასწავლო წლისათვის
მხედრულად გადაეწერათ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი, როგორც რეალურად დაწერა დიდმა შოთამ.
პროექტის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სიუზი ფელიშვილი
ავტორის ელფოსტა: suzifelishvili@gmail.com
სიყვარულის მზე - დათო ახლოური
P პროექტი
პროექტის დასახელება:
სიყვარულის მზე / დათო ახლოურის შემოქმედების
ძირითადი მოტივები
პროექტის მონაწილე:
მე–11 კლასის მოსწავლე თამარ ნაოჭაშვილი
პრობლემა:Pმოზარდთა უმეტესობა
არ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას
პროექტის მიზანი:
ახალგაზრდა პოეტის ნაწარმოებებში წვდომა და თანატოლებისათვის აზრის გაზიარება. პატრიოტიზმის,
სიკეთისა და სხვა კეთილშობილური გრძნობების აღზრდა
პროექტის აქტუალობა:
მოზარდთა დაინტერესება ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებით
ამოცანები, განხორციელების გზები, ეტაპები:
1.
დათო
ახლოურის ლექსების წაკითხვა–გააზრება
სექტემბერი, 2014 წ.
2.
პოეზიის
ძირითადი მოტივების გამიჯვნა, შესაფერისი ლექსების მიმოხილვა
ოქტომბერი,
2014 წ.
3.
თემის
დასრულება–გადამოწმება ნოემბერი,
2014 წ.
4.
თემის
პრეზენტაცია სკოლაში და მოსწავლეთა სახლში გადაგზავნა
დეკემბერი,
2014 წ.
5.
ნამუშევრის
პრეზენტაცია თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში
აპრილი,
2015 წ.
რესურსები: ნოდარ დუმბაძის
თხზულებები, კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატი, თაბახის ფურცლები
პროექტის შედეგი: მოსწავლის ნამუშევარმა პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა
პროექტის ავტორი:
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი სიუზი ფელიშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)