Pages

Sunday, August 30, 2015

განდეგილი

                     გაკვეთილის გეგმა         


გაკვეთილის თემა   
 სად არის გზა ხსნისა/ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“
სწავლების საფეხური, კლასი                            
 საშუალო საფეხური, მე11 კლასი                                    
საგანი და მასწავლებელი
 ქართული ენა და ლიტერატურა, სიუზი ფელიშვილი                                  
მოსწავლეთა პროფილი   
 15 მოსწავლე. კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლე.           
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
A ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, თუ სად დგომით, როგორი ქმედებებით გამოადგებიან საზოგადოებას, სამშობლოს.                                                                


გაკვეთილის სასწავლო მიზნები                      
A აქტიური მოსმენის უნარის განვითარება. მოსწავლეები შეძლებენ დისკუსიის კორექტულად წარმართვას , დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტების გათვალისწინებასა და კონტრარგუმენტების მომზადებას, განსხვავებულ თვალსაზრისებთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას.    კამათის კულტურის უნარის განვითარება.                                      





შედეგები და ინდიკატორები              
  ქართ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
*ამოიცნობს და იყენებს ზეპირი ენის რიტორიკულ საშუალებებს: ამა თუ იმ პიროვნების ან ფაქტის შთამბეჭდავად დახასიათება, დამაჯერებელი არგუმენტაციით მსმენელის დარწმუნება, კონკრეტული მოვლენის ან პირობების განსჯა.                                                                                                      * ამოიცნობს და მართებულად იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხს: გულწრფელობისა და პირდაპირობის ეფექტის შექმნა, ფაქტებითა და არგუმენტებით იერიში, ფაქტების და არგუმენტების მარჯვედ/ეფექტურად გამოყენება.                                               
წინასწარი ცოდნა 
  ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“                                         


გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი       
აქტივობა 1. კითხვა–პასუხით ტექსტის გახსენება /6 წთ.
აქტივობა 2. აკაკი ბაქრაძის წერილიდან „ხსნის გზა“ ფრაგმენტის გაცნობა ;  /5წთ.                                                                             აქტივობა 3. მსჯელობა–ეთანხმებიან თუ არა „განდეგილის“ დედააზრის ბაქრაძისეულ ინტერპრეტაციას. მართებულად მიაჩნიათ თუ არა განდეგილის მიერ არჩეული „გზა ხსნისა“.    /25 წთ.                                                                აქტივობა 4. დისკუსიის შეჯამება.  /6 წთ.
აქტივობა 5. მასწავლებლის თვითშეფასება (გაკვეთილის დადებითი და დასახვეწი მხარეები) .   /3წთ.                             

შეფასების საგანი და პროცედურები      
შეფასდება მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების დამაჯერებლობა.                                           შეფასდება დისკუსიის წესების დაცვა დაკვირვებითა და  ჩანიშვნებით.                                                        
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები         
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ციფრული აპარატი.   

No comments:

Post a Comment