გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“
|
სწავლების საფეხური, კლასი
|
საბაზო საფეხური, მე-9 კლასი
|
საგანი, მასწავლებელი
|
ქართული ლიტერატურა, სიუზი ფელიშვილი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
14 მოსწავლე. კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების
მქონე მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მასალის დღევანდელობასთან კავშირი
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
*ტექსტის გამთლიანებული თხრობის უნარის განვითარება;
*ისტორიული რეალობისა და პოემაში დასმული პრობლემის გაანალიზების უნარის
განვითარება;
*მსჯელობის უნარის განვითარება;
*დისკუსიის წახალისება
|
შედეგები და ინდიკატორები
|
ქართ. IX. I. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო
ან პრობლემურ საკითხზე.
·
მსჯელობისას
იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა
ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.
ქართ. IX. 5. მოსწავლეს
შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
·
ითვალისწინებს
დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს;
·
საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა
და მთავარს, რასაც შემდგომში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს
შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
·
აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ
ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
·
ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების,
ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას.
|
წინარე ცოდნა
|
პოემა „ბედი ქართლისა“, ნაწარმოების რეალური ისტორიული ფონი
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. გაკვეთილის
მიზნის გაცნობა (2 წთ.);
მოსწავლეებს თხრობითი ფორმით ვაცნობ გაკვეთილის მიზანს.
აქტივობა 2. ისტორიული
რეალობის გახსენება (5 წთ.);
ერთ-ერთი მოსწავლე მოგვითხრობს ქართლ-კახეთის პოლიტიკურ მდგომარეობაზე
XVIII საუკუნის
IIნახევარში,
იყენებს აღნიშნული პერიოდის საქართველოს რუკას.
აქტივობა 3. ტექსტის
გამთლიანებული თხრობა საზეპიროებით (12 წთ);
ყველა მოსწავლე აქტიურად ებმება ტექსტის თხრობის პროცესში. ურთავენ საზეპიროებს.
აქტივობა 4. დისკუსია
საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის თემაზე, მის შედეგებზე (20 წთ);
მოსწავლეები, ორ ნახევარწრედ განთავსებულები, იცავენ ორ განსხვავებულ
თვალსაზრისს საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. პაექრობისას იყენებენ
პოემის ტექსტს და ისტორიულ რეალობას. კამათში გამოკვეთენ „გეორგიევსკის ტრაქტატის“
მუხლებში ჩადებულ პირობებს და რუსეთის მიერ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს. საკითხს უკავშირებენ
რეალობას.
აქტივობა 5. დისკუსიის
შეჯამება (5 წთ.)
მასწავლებელი აჯამებს დისკუსიის შედეგებს.
აქტივობა 6. მასწავლებლის
თვითშეფასება (3 წთ.)
მასწავლებელი აფასებს გაკვეთილს. ყურადღებას ამახვილებს მის დადებით
მხარეებზე და აღნიშნავს ნაკლოვანი მხარის შესახებ.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმავითარებელი-კომენტარებით
განმსაზღვრელი-ქულებით ჩართულობის მიხედვით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, XVIII-XIX
საუკუნეების
საქართველოს რუკები
|
No comments:
Post a Comment