გაკვეთილის
გეგმა
გაკვეთილის თემა
|
Aალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“ –ლიტერატურული პერსონაჟის გასამართლება
|
სწავლების საფეხური,
კლასი
|
საშუალო საფეხური,
XI
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
15
მოსწავლე. კლასში არ
არის განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
/აქტუალობა
|
Qქვეყნის/კუთხის თავისუფლება თუ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა?
ეს კითხვა მუდამ აქტუალურია .
|
სასწავლო მიზნები
|
Mმოსწავლეებს განუვითარდეთ ნაწარმოების ანალიზისა და
ინტერპრეტაციის უნარი, სხვისი აზრის კრიტიკული ანალიზის უნარი; მოახერხონ პერსონაჟის
დადებითი და უარყოფითი მახასიათებლების წარმოჩენა. ისწავლონ კანონის პატივისცემა,
გაერკვნენ პერსონაჟის ფსიქოლოგიაში.
|
შედეგები და ინდიკატორები
|
ქართ. XI. .5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება
მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემათიკის თვალსაზრისით.
*აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს
და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე;
*შეაფასებს ეპოქისათვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა
და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ–კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
ქართ. XI. 6. Mმოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს, როგორ გამოიყენება
მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
*გამოყოფს ტექსტში მხატვრული კონპლიქტის განვითარების
საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა).
|
წინასწარი ცოდნა
|
,,ხევისბერი გოჩას” ტექსტი, კინოფილმი „ხევისბერი გოჩა“
|
გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. გაკვეთილის თემისა და სასწავლო მიზნების გაცნობა
(2 წთ)
A
აქტივობა 2. ფრონტალური
კითხვებით ტექსტის ცოდნა–გაგების შემოწმება (5წთ)
Aაქტივობა 3. ხევისბერი გოჩას დახასიათება ასოციაციური
რუკით (4 წთ)
Aაქტივობა 4. ორ ჯგუფად დაყოფილი მოსწავლეების მიერ
ხევისბერი გოჩას მიერ ჩადენილი მკვლელობის მამოძრავებელი ფაქტორებისა და ქმედების
სხვადასხვა კუთხით წარმოჩენა–გაანალიზება–გასამართლება დისკუსიის ფორმატში (27 წთ)
Aაქტივობა 5. დისკუსიის შეჯამება (5 წთ)
აქტივობა 6. მასწავლებლის
თვითშეფასება (2 წთ)
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
განმავითარებელი–კომენტარებით განმსაზღვრელი–
ქულებით ჩართულობის მიხედვით
|
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
|
Aალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ ტექსტი, კომპიუტერი, დაფა, ცარცი, ციფრული აპარატი
|
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სიუზი ფელიშვილი
No comments:
Post a Comment