გაკვეთილის თემა
|
პროსპერ
მერიმეს „მატეო ფალკონესა“ და ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერ გოჩას“ შორის ლიტერატურული
პარალელის გავლება. გოგოლის „ტარას ბულბას“
გაცნობა.
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საშუალო
საფეხური,მე-10 კლასი
|
ინტეგრირებული საგნები და მასწავლებლები
|
მე-19
და მე-20 საუკუნეების დასავლეთ ევროპული
ლიტე- რატურა, ქართული ლიტერატურა - სიუზი
ფელიშვილი, რუსული ლიტერატურა-ნინო ქობლიანიძე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
15 მოსწავლე.კლასში
არ არის განსაკუთრებული მიდგომების,საჭიროებების მქონე მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
სხვადასხვა
ქვეყნების ტრადიციები და მათ ფონზე მამა-შვილური ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში.
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
დასავლეთ
ევროპულში: კორსიკაში ტრადიციების პატივისცემის ტენდენციის გაგება-გააზრება.ნაწარმოების
მთავარი პერსონაჟის, მატეო ფალკონეს, დახასიათება.
ქართულში:
თავისუფლებისათვის მებრძოლი მოხევეების ტრადიციების წარმოჩენა ხევისბერი გოჩას დახასიათების
გზით.
რუსულში: ტექსტის გაცნობა, მთავარი მოქმედი პირის,
ტარას ბულბას, დახასიათება.
ზოგადად:
პარალელის გავლება სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის,რომელთა მთავარ
გმირებს ერთი ქმედება-შვილების მკვლეობა ამსგავსებს. მთავარ პერსონაჟთა შედარებითი
დახასიათება.
|
შედეგები და ინდიკატორები
|
დასავლეთ ევროპული ლიტერატურა
X.7. მოსწავლეს შეუძლია დასავლურ და ქართულ ლიტერატურულ
ტექსტებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების
ერთმანეთთან შედარება და გაანალიზება. * აფასებს ონკრეტულ ტექსტებში ასახულ ფასეულობებსა
და ღირებულებებს თანამედროვე ფასეულობებთან მიმართებით
/მაგ., წესრიგისა და თავისუფლების ურთიერთმიმართების
პრობლემას იაზრებს იმგვარი ნაწარმოებების შედარებით, როგორიცაა პ.მერიმეს ,,მატეო
ფალკონე“ და ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“/.
ქართული ლიტერატურა
X.9. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
* განსაზღვრავს ნაწარმოების
პრობლემატიკას.
* განსაზღვრავს პერსონაჟის
პოზიციას, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის /კონფლიქტის/ პრობლემის
ინტერპრეტაციას.
რუსული
ლიტერატურა
X.2. მოსწავლეს შეუძლია უცხო ტექსტის გაგება-გააზრება.
ა) უცხო და ნაცნობი სიტყვების გამიჯვნა.
X.5.
მოსწავლეს შეუძლი უცხო და ქართული ენის ტექსტში არსებული მოვლენებისა და ფასეულობების
გარჩევა, აღქმა.
ა) მოსწავლე
ხედავს პრობლემას ნაწარმოებში;
ბ) აყალიბებს
და განმარტავს პერსონაჟის თავისებურებებს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს;
გ) აკავშირებს
ნაწარმოებს სხვა ნაწარმოებებთან დ მოცემულ
დროს და ეპოქას თანამედროვეობასთან.
|
წინასწარი
ცოდნა
|
დასავლეთ ევროპულში: პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“.
ქართულში: ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“.
რუსულში: სიტყვათა მარაგი, რათა გაიგონ მასწავლებლის
საუბარი „ტარას ბულბაზე“ .
|
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1
დასავლეთ ევროპული, ქართული - ფრონტალური კითხვე-
ბით ტექსტების ცოდნისა და გაგების დონის შემოწმება (14 წთ
აქტივობა 2
მთავარი მოქმედი პირების (მატეო ფალკონე, ხევისბერი
გოჩა) ასოციაციური რუკის შედგენა დაფაზე
აქტივობა 3
ჯგუფური მუშაობა.
ვენის დიაგრამით მატეოსა და გოჩას შედარებითი დახასიათება. პრეზენტაცია.
აქტივობა 4
რუსული -
მინი ლექცია. მასწავლებლის მიერ „ტარას ბულ- ბას“მოკლე შინაარსის გადმოცემა, თან
დაფაზე ტარასის ასოციაციური რუკის შედგენა მოსწავლეთა მონაწილეობით
აქტივობა 5
კითხვა-პასუხით „ტარას ბულბას“ მთავარი აზრის გაგების
შემოწმება.
აქტივობა 6
მსჯელობა
საკითხზე, გამართლებულია თუ არა აღნიშნული ნაწარმოებების მთავარ მოქმედ პირთა საქციელი.
აქტივობა 7
საშინაო დავალების
მიცემა: ინტერნეტში მოიძი-
ონ და დაათვალიერონ ნაწარმოებებში ნახსენები ადგილები
(კორსიკა,არაგვის საერისთაო და სხვა). დაწერონ
თხზულება:
„მამათა ტრაგედია“.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმავითარებელი - კომენტარებით
განმსაზღვრელი - ქულებით
ფასდება
1,2,3,4,5,6, აქტივობებში ჩართულობის მიხედვით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ტექსტები: პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“,ალექსანდრე
ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, ნიკოლოზ გოგოლის
„ტარას ბულბა“. რუკა,დაფა,ცარცი, რვეულები,კალმები, ციფრული აპარატი.
|
Sunday, August 30, 2015
ინტეგრირებული გაკვეთლი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment