პროექტი
პროექტის დასახელება: „ვეფხისტყაოსანი“-
ქართული ლიტერატურის
ობოლი მარგალიტი (მე–2 ეტაპი)
პროექტის მონაწილენი: X კლასის თხუთმეტივე მოსწავლე, IX კლასიდან
ეკა ნაოჭაშვილი (მხატვარი)
პრობლემა: წიგნიერების დაბალი დონე
პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა მოტივაციის
გაზრდა, წიგნიერების დონის ამაღლება, წერის კულტურის განვითარება, ჯგუფური მუშაობის
უნარ–ჩვევის განმტკიცება
პროექტის აქტუალობა: მოზარდების
მნიშვნელოვან ნაწილს არ უყვარს წიგნის კითხვა, არ იცნობს ქართული ლიტერატურის განვითარების
ისტორიას
ამოცანები,
განხორციელების გზები, ეტაპები:
1.
მომზადდეს
„ვეფხისტყაოსანი“ წიგნად და მოეწყოს მისი პრეზენტაცია;
2.
ტექსტი
გადაიწეროს მხედრულით კალიგრაფიის მაღალ დონეზე, ილუსტრირდეს, აიკინძოს.
ა) ტექსტის გადაწერა: 1.12.13–1.03.14
ბ) ილუსტრირება: 1.03.14–1.04.14
გ) აკინძვა, ყდის გაფორმება:
6.04.14–10.04.14
დ) წიგნის პრეზენტაცია: 14.04.14
გამოყენებული რესურსები: „ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო გამოცემა, ფურცლები, კალმები,
ფანქრები, მუყაო, ნემსი, ბაწარი.
პროექტის შედეგი:
მოსწავლეებმა ხალისიანად
შეასრულეს თავიანთივე განაწილებული სამუშაო.
შეიყვარეს ნაწარმოები და მისი გმირები. გაიზარდა მათი დაინტერესება ზოგადად
დამწერლობით. განუმტკიცდათ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.
პრეზენტაციას დაესწრნენ მასწავლებლები და სხვა
კლასების მოსწავლეები.
პროექტის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სიუზი ფელიშვილი
ავტორის ელფოსტა: suzifelishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment