Pages

Sunday, August 30, 2015

„ვეფხისტყაოსანი“- ქართული ლიტერატურის ობოლი მარგალიტი

                                                    პროექტი
პროექტის დასახელება: „ვეფხისტყაოსანი“- ქართული ლიტერატურის ობოლი  მარგალიტი
პროექტის  მონაწილენი:  X კლასის  თხუთმეტივე მოსწავლე, XII კლასიდან სერგი ლაფაჩი, VIII კლასიდან ეკა ნაოჭაშვილი, VI კლასიდან სერგო გაგიევი, მურმან გუგასიანი
პრობლემა:  მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს არ უყვარს წიგნების კითხვა, უჭირთ „ვეფხისტყაოსნის“ გაგება–გააზრება; არ იციან ქართული ანბანის განვითარების გზა /მათ შორის მრგვლოვანი დამწერლობა
პროექტის მიზანი:  მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, წიგნიერების განვითარება, მრგვლოვანის შესწავლა, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევის განმტკიცება
პროექტის აქტუალობა:  მოზარდები ძირითადად კომპიუტერით არიან დაკავებული, საჭიროა ისინი წიგნითაც დავაინტერესოთ
ამოცანები,  განხორციელების გზები,  ეტაპები:
1.      მომზადდეს „ვეფხისტყაოსანი“  წიგნად და მოეწყოს მისი პრეზენტაცია;
2.      ტექსტი გადაიწეროს მრგვლოვანით, ილუსტრირდეს, აიკინძოს.
      ა) ტექსტის გადაწერა: 1.12.12–1.04.13
      ბ) ილუსტრირება:  1.03.13–15.05.13
     გ) აკინძვა, ყდის გაფორმება: 16.05.13–25.05.13
     დ) წიგნის პრეზენტაცია: 1.06.13
გამოყენებული რესურსები: „ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო გამოცემა გადასაწერად, სხვადასხვა გამოცემები ილუსტრაციებისთვის, ფურცლები, კალმები, ფანქრები, მუყაო, ნემსი, ძაფი.
პროექტის შედეგი:  მოსწავლეებმა ხალისიანად შეასრულეს თავიანთივე განაწილებული სამუშაო. შეისწავლეს მრგვლოვანი დამწერლობა და რაც მთავარია, შეიყვარეს ნაწარმოები და მისი გმირები. გაიზარდა მათი დაინტერესება ზოგადად დამწერლობით.
განუმტკიცდათ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.
    პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მასწავლებლები, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ასევე ახალდაბის სკოლის მოსწავლეები და მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მომდევნო კლასის მოსწავლეებმა  გამოთქვეს სურვილი, რომ შემდეგი სასწავლო წლისათვის მხედრულად გადაეწერათ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი, როგორც რეალურად დაწერა დიდმა შოთამ.
პროექტის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სიუზი ფელიშვილი
ავტორის ელფოსტა:  suzifelishvili@gmail.com


No comments:

Post a Comment